სიახლეები

შუა დერეფნის გაძლიერება - ჩინეთის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-ყაზახეთის ერთობლივ საწარმოში ერთვება

კომპანია China Railway Container Transport უერთდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო ოპერატორების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოს Middle Corridor Multimodal-. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაქოში გამართულ Middle Corridor Multimodal-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, სადაც მონაწილეობდა ყველა დამფუძნებელი მხარე.

 

შეხვედრაზე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგია, პროცესების სრული დიჯიტალიზაცია, შეფერხებების აღმოფხვრის საგზაო რუკა და თანამშრომლობის გაღრმავების სხვა აქტუალური მიმართულებები.

 

მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, მარშრუტზე დაინერგება საკონტეინერო მატარებლების მოძრაობის დროის ერთობლივი მონიტორინგის სისტემა. ეს ინოვაცია ხელს შეუწყობს გრაფიკის სტაბილურობას, ლოგისტიკური პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას და სატრანზიტო დერეფნის საერთო ეფექტიანობის ზრდას.

ddd