პალეტების სტანდარტები
პალეტები, ეს არის ტვირთის ასაწევი და ჩასაწყობი პლატფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ დამზადებულია ხის მასალისაგან, თუმცა არსებობს ლითონისა და პლასტიკური მასალისგან დამზადებული პალეტებიც. პალეტების გამოყენებით ტვირთის ჩაწყობის და მომსახურების პროცესები უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. გაცილებით მოხერხებულია პალეტიზირებული ტვირთის განთავსება სატვირთო კონტეინერებში, ავტომობილებში, სარკინიგზო ვაგონებში, სასაწყობო ფართში და ა.შ.