გადაზიდვის ტერმინები
გადაზიდვის ტერმინები
წინამდებარე გვერდზე განმარტებულია ყველა ძირითადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება გადაზიდვებში (სატრანსპორტო ექსპდიციისას). აღნიშნული ტერმინები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად

წინამდებარე გვერდზე განმარტებულია ყველა ძირითადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება გადაზიდვებში (სატრანსპორტო ექსპდიციისას).  აღნიშნული ტერმინები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად:

  • ზოგადი ტერმინები
  • ტვირთი
  • სახმელეთო გადაზიდვები
  • საზღვაო გადაზიდვები
  • საჰაერო გადაზიდვები

 

ზოგადი ტერმინები

იმპორტი – საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების და მისთანათა საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე.

ექსპორტი – საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე.

რეექსპორტი

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

ლოჯისტიკა – კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლებისათვის ტვირთის მიწოდებას.

საექსპედიტორო საქმიანობა – იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისათვის დახმარების გაწევა, მოახდინონ თავიანთი ტვირთების გადაზიდვა.

სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანია – ორგანიზაცია, რომელიც ფიზიკური პირებისათვის ან კომპანიებისათვის ახორციელებს ტვირთის მიღებას მწარმოებლებისაგან და მის მიწოდებას  საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

გადამზიდავი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახმელეთო, სარკინგიზო, საზღვაო, საჰაერო  ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით ამა თუ იმ ტვირთის  გადაზიდვას.

გამგზავნი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური გამყიდველი (ექსპორტიორი) პირი.

სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მგზავრის გადაყვანისთვის ან/და საქონლის გადაზიდვისთვის გამოიყენება.

ტრანზიტი − საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით;

კონსიგნაცია –  ტვირთი, რომელსაც ტრანსპორტირების დროს თან მოჰყვება ზედნადები; საქონლის მიწოდება ექსპორტიორის (კონსიგნანტი) მხრიდან აგენტისათვის (კონსიგნატორი), რათა მან შეთანხმებისამებრ ექსპორტიორი პირისათვის მოახდინოს საქონლის გაყიდვა.

კონსიგნატორი – პირი ან კომპანია (რომელიც  მითითებულია ზედნადებში), ვის სახელზეც იგზავნება ტვირთი.  ტვირთის მეპატრონე.

თავისუფალი ზონა –  ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. ასევე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები ზონიდან უცხო ქვეყანაში საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში.

დანიშნულების ადგილი – ადგილი, სადაც გადამზიდავი ან ექსპედიტორი ცლის ტვირთს ან კონტეინერს კონსიგნატორის ან მისი აგენტისათვის. ამ ადგილს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ „საბოლოო დანიშნულების ადგილი“.

დამატებითი საფასური – გადასახადი, რომელიც ემატება ტვირთის ან მომსახურების ღირებულებას. დამატებითი საფასური როგორც წესი, ემატება მოცემული ტვირთის ან სერვისის ღირებულებას, რომელიც თავდაპირველ ღირებულებაში არ იყო გათვალისწინებული.

ტვირთების კონსოლიდირება  – რამდენიმე გამგზავნის ან მიმღების ტვირთების თავმოყრა ერთ წერტილში და მათი მომზადება ტრანსპორტირებისათვის,  როგორც საზღვა, საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

კონსოლიდატორ – პირი ან ფირმა, რომელიც  ეწევა მომწოდებელთაგან მიღებული ტვირთების კონსოლიდაციის (შეკრების) სერვისს.

მულტიმოდალური გადაზიდვა – ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება საქონლის ტრანსპორტირებისათვის, როგორც საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით.

პლომბი – სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ. რათა შეუძლებელი იყოს მის დაუზიანებლად კარის, საქონლის და მისთ. გახსნა.

საბონდო საწყობი – საბაჟო საწყობი, საბაჟო დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული ტერიტორია ტვირთების შესანახად. ამ ტერიტორიაზე ტვირთი საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან თავისუფალია, მანამ სანამ არ მოხდება ტვირთის გატანა.

მოცდენა (demurrage) –  ჯარიმის ფორმა, მინიჭებული თავისუფალი დროის გადამეტებისათვის (ჩვეულებრივ 72 საათი), რომელიც განკუთვნილია ჩამოსული ტვირთის წასაღებად  გადამზიდავის ან ექსპედიტორი კომპანიის კუთვნილი საწყობიდან.

ფორს მაჟორი – გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; დაუძლეველი ძალა, მოვლენა, (ომი, გაფიცვა, ბუნტი, დანაშაული), რომელიც ათავისუფლებს მხარეებს გარიგებით ნაკისრი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან. მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ფორს-მაჟორის პირობები.

ETD – ტრანსპორტის გასვლის სავარაუდო დრო.

ETA –  ტრანსპორტის ჩამოსვლის სავარაუდო დრო.

EN Route – გზად.

კარიდან კარამდე – ტვირთის ტრანსპორტირება კონსიგნანტის (გამგზავნი) შენობა-დაწესებულებიდან, კონსიგნატორის (მიმღები) შენობა-დაწესებულებამდე.

 

 

 

ტვირთი

ტვირთი – ნებისმიერი სახის საქონელი, რომელიც გადატანილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით.

ზოგადი ტვირთი –  ჩვეულებრივი ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხდება მანქანით, გემით ან ავიახომალდით და არ არის რაიმე სახის განსაკუთრებული ტვირთი, როგორიცაა ნავთობი, საკვები პროდუქცია და ა.შ.

მშრალი ტვირთი –  ნებისმიერი სახის საქონელი, რომელსაც არ სჭირდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

საშიში ტვირთი  – ტვირთი, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას სატრანსპორტო საშუალებას ან მასში მყოფ ადამიანებს. საშიში ტვირთი ასევე ცნობილია, როგორც შეზღუდული ნივთები, სახიფათო ნივთიერება ან სახიფათო ტვირთი. საჰაერო ტრანსპორტისთვის სახიფათო ტვირთად შეიძლება ჩაითვალოს თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

მალფუჭებადი ტვირთი – საქონელი, რომელიც კარგავს ღირებულების უდიდეს ნაწილს, თუ ამ ტვირთის ტრანსპორტირება შეფერხდა გაუთვალისწინებელი დროით.

არასტანდარტული ტვირთი – ტვირთი, რომლის ზომებიც აჭარბებს სატრანსპორტო საშუალების დასაშვებ ზომებს.

პალეტი – გადასატანი ხის ან პლასტმასის პლატფორმა, რომელზედაც იდება ტვირთი და რომლის ტრანსპორტირებასაც ახორციელებენ.

ნეტო წონა – საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის გარეშე.

ბრუტო წონა – საქონლის წონა ტარისა და შეფუთვის ჩათვლით.

კუბი – მოცულობის ზომა, რომელიც გამოხატულია კუბურ მეტრებში.

საქონელი – ტვირთი რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. საშიში და სახიფათო ტვირთის შემთხვევაში, საქონლის ზუსტი დასახელება აუცილებელია.

 

 

სახმელეთო გადაზიდვები

სახმელეთო გადაზიდვა-ტვირთის ტრანსპორტირება საავტომობილო ტრანსპორტით.

LTL – Less Trailer Load – ტერმინი აღნიშნავს, რომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია მცირე მოცულობის მქონე სახმელეთო ტვირთი, რომელიც არ საჭიროებს  მთლიანი მანქანის გამოყენებას.

FTL – Full Trailer Load – ტერმინი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რამდენად შევსებულია მანქანა, ტვირთი ეკუთვნის მხოლოდ ერთ პირს და გადახდა ხორციელდება მთლიან მანქანაზე.

CMR სატვირთო ზედდებული – CMR სატვირთო ზედდებული – ესაა სახელშეკრულებო შეთანხმება ტვირთგამგზავნს, საავტომობილო გადამზიდავს და ტვირთმიმღებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს გადაზიდვის სტანდარტულ პირობებს საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით – საჭირო დოკუმენტებისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის სფეროში, რათა გაამარტივოს ავტო გადაზიდვა და საერთაშორისო ვაჭრობა. CMR სატვირთო ზედდებულის გამოყენება გულისხმობს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციაში ჩართული ქვეყნებიდან (გაგზავნის ქვეყანა და დანიშნულების ქვეყანა) ერთ-ერთი მაინც წარმოადგენს CMR კონვენციის მონაწილე ქვეყანას.

 

TIR-კარნეტი –  მოქმედი კონვენცია, რომელიც აწესრიგებს წევრ-ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებს როგორც საბაჟო, ასევე ტექნიკური პროცედურების კუთხით. კერძოდ, კონვენციის დებულებები აიოლებენ და ამარტივებენ საბაჟო გაფორმების პროცედურებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში საავტომობილო ტრანსპორტით საქონლით გადაზიდვების დროს. ეს ეხება როგორც საქონლის დათვალიერებას, დოკუმენტების შემოწმებას, ასევე, საბაჟო გადასახდელების გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფას.

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი – საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.

სერტიფიკატი ოთხი სახისაა:

  1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი
  2. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი
  3. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
  4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR-1.

 

საექსპორტო დეკლარაცია X1 – ტვირთის ექსპორტზე გატანის უფლება.

 

T1 საერთაშორისო გადაზიდვების საგარანტიო დოკუმენტი T1

საერთაშორისო გადაზიდვის საგარანტიო დოკუმენტი TIR /C

შესყიდვის ფურცელი PACKING LIST

 

მანიფესტი – ამ სახის მანიფესტი მზადდება სატვირთო მანქანებისათვის, მას შემდეგ რაც მასში მოთავსდება ტვირთი ტრანსპორტირებისათვის. მანიფესტი მზადდება როგორც შიდა გადაზიდვების დროს, ასევე ტვირთის ქვეყნის გარეთ გადაზიდვის შემთხვევაშიც. სატვირთო მანიფესტი გადაეცემა მძღოლს ან პირს, რომელიც მასთან ერთად იმყოფება.

შეფუთვის ფურცელი – დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ტვირთის მომწოდებელი, სადაც მოცემულია ტვირთის შეფუთვის დეტალები: წონა, ზომა, დახარისხება და ა.შ. 

 

 

საზღვაო გადაზიდვები

 

საზღვაო გადაზიდვა – ტვირთის ტრანსპორტირება საზღვაო ტრანსპორტით.

კონტეინერი –  დიდი მოცულობის რკინის მასალისაგან დამზადებული სტანდარტული ზომის სათავსი, ტვირთის ჩატვირთვისათვის და მისი ტრანსპორტირებისათვის სატვირთო მანქანის, სატვირთო მატარებლის ან საზღვაო ხომალდის გამოყენებით.

LCL – Less Container Load – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია მცირე მოცულობის მქონე საზღვაო ტვირთი, რომელიც არ საჭიროებს  მთლიანი კონტეინერის გამოყენებას.

FCL – Full Container Load – რაც ნიშნავ იმას, რომ ყველა ტვირთი, რომელიც კონტეინერშია, აღნიშნულია ერთ კონოსამენტში  და როგორ ასეთი, ეკუთვნის მხოლოდ ერთ პირს.  არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სავსეა კონტეინერი.  გადახდა ხდება  მთლიან კონტეინერზე.

საზღვაო კონოსამენტი – იურიდიული დოკუმენტი, გაფორმებული გამგზავნსა და გადამზიდავს შორის, სადაც აღნიშნულია სახეობა, რაოდენობა და დანიშნულების ადგილი იმ ტვირთისა, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება. კონოსამენტი ასევე გამოიყენება როგორც ტვირთის მიღების დამადასტურებელი საბუთი, როდესაც გადამზიდავი ტვირთს წინასწარ განსაზღვრულ დანიშნულების ადგილზე მიიტანს. ეს დოკუმენტი თან უნდა ახლდეს გადაზიდულ ტვირთს, იმის მიუხედავად თუ რა სახის ტრანსპორტირების ფორმა იქნა გამოყენებული და მას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი, როგორც გადამზიდავის, გამგზავნის, ასევე მიმღების მხრიდან.

გარე საზღვაო კონოსამენტი – დოკუმენტი, რომელსაც  ექსპედიტორი კომპანიებისათვის გამოწერს გადამზიდავი, როგორც ტვირთის მიღების დამადასტურებელ საბუთს.  გარე საზღვაო კონოსამენეტი  მოიცავს ინფორმაციას ტვირთის შესახებ:  კონოსამენტის რაოდენობა, რომელიც მინიჭებული აქვს სხვადასხვა ნივთს გადაზიდულ ტვირთზე, ასევე ფრახტის აღწერა თითოეულ კონოსამენტზე. დოკუმენტში ასევე მოცემულია როგორც ტვირთის გადაზიდვის პირობა, ასევე გამგზავნის სახელი და მისამართი და ამასთან ერთად, იმ ადამიანის სახელი და მისამართიც, ვინც არის ტვირთის მიმღები, პირი რომლის მფლობელობაშიც არის ეს ტვირთი.

შიდა საზღვაო კონოსამენტი – დოკუმენტი, რომელსაც გამოსწერს გამგზავნი ექსპედიტორი კომპანია. დოკუმენტი არის გადაზიდული ტვირთის მიღების დამადასტურებელი საბუთი.  მას გამოსწერენ ტვირთის მომწოდებლის სახელზე, მას შემდეგ რაც მისი მიღება მოხდება, მინდობილობის წერილისა და გარე საზღვაო კონოსამენტის ნაცვლად. შიდა საზღვაო კონოსამენტი მოიცავს ინფორმაციას ტვირთის გამგზავნის სახელისა და მისამართის შესახებ, რომელიც ახდენს ტვირთის მიწოდებას ექსპედიტორ კომპანიაზე და ტვირთის მიმღებზე, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია აწვდის ამ ტვირთს. დოკუმენტი ასევე მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას და გადაზიდვის ღირებულებას იმ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება.

 

ტვირთის მანიფესტი – ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია ყველა ცნობა ტვირთის შესახებ, რომელიც მოცემულია კონოსამენტში იმ ტვირთზე, რომლის დატვირთვაც მოხდა ხომალდზე ერთ კონკრეტულ პორტში და რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი. ამგვარად, მანიფესტის რაოდენობა, ზუსტად შეესაბამება ტვირთის გადაზიდვის სხვადასხვა მარშრუტის რაოდენობას. ტვირთის მანიფესტი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ  მის დეტალებს (ტვირთის სახეობა, ზომა, ტიპი და რაოდენობა, გამგზავნი, დანიშნულების ადგილი და ა.შ.) და გამოიყენება ტვირთის განსაბაჟებლად. ეს მანიფესტი გადაეცემა პორტის უფლებამოსილ პირებს, ხომალდის პორტში შესვლამდე.

საზღვაო დაზღვევა – ზოგადად დაზღვევა, რომელიც აზღვევს ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების საშიშროებას ზღვაზე. საზღვაო დაზღვევა კომპენსაციას უხდის საქონლის მესაკუთრეს ხანძრის, გემის ჩაძირვის, მეკობრეობის და სხვა მიზეზებით გამოწვეული ტვირთის დაზიანება/დაკარგვის შემთხვევაში, თუმცა გამორიცხავს დანაკარგს, რომელიც შესაძლებელია კანონიერად იქნას ამოღებული.

კომპენსაციის წერილი  – ტვირთის გამგზავნის ან მიმღების გარანტია, გადამზიდავის ან ექსპედიტორისათვის ხარჯის და/ან დანაკარგის ანაზღაურებაზე, იმისათვის რომ შესაბამისი ქმედება იქნას განხორციელებული გადამზიდავის ან ექსპედიტორის მიერ. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა გადამზიდავების და ექსპედიტორების მხრიდან, მოითხოვონ კომპენსაციის წერილი ტვირთის მიმღებისგან, რათა განახორციელონ ტვირთის ტრანსპორტირება კონოსამენტის  ჩაბარების გარეშე, რომელიც დაგვიანდა ან დაიკარგა.

სატერმინალო –  პორტის გადასახადი ტვირთის ჩამოსვლის ან ჩამოტვირთვის ადგილზე, ხომალდზე კონტეინერის განთავსებისათვის ან მისი ხომალდიდან მოხსნაზე.

მოცდენა (demurrage) –  ჯარიმის ფორმა, მინიჭებული თავისუფალი დროის გადამეტებისათვის (ჩვეულებრივ 72 საათი), რომელიც განკუთვნილია ჩამოსული ტვირთის წასაღებად  გადამზიდავის ან ექსპედიტორი კომპანიის კუთვნილი საწყობიდან.

ბალკერი – სატვირთო გემი ნაყარი (რასაც ტარა არა აქვს) ტვირთების (მადანი, მადნეული კონცენტრატები, ნახშირი, მარცვლეული, ქიმიური სასუქები, ბოქსიტები, ცემენტი, შაქარი და სხვ.) გადასაზიდად.

 ჩამოსვლის შეტყობინება – ერთგვარი რჩევა, რომელსაც გადამზიდავი ან ექსპედიტორი კომპანია უგზავნის ტვირთის მიმღებს,  რათა აცნობოს, რომ ტვირთი უკვე გზაშია და მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე. აქ მოცემულია შესაბამისი ინფორმაცია, როგორიცაა კონოსამენტის ნომერი, კონტეინერის ნომერი, ტვირთის მიმღებისაგან გადასახდელი სრული თანხა და ა.შ. რომელიც ეგზავნება კონსიგნატორს ხომალდის ჩამოსვლამდე. ეს ყველაფერი კეთდება უსასყიდლოდ გადამზიდავის ან ექსპედიტორის მიერ, რათა უზრუნველყონ ტვირთის სწორი მიწოდება, თუმცა ამის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ. პასუხისმგებლობა გადაზიდვის მეთვალყურეობაზე მაინც  ტვირთის მიმღებს ეკისრება.

 

მაქსიმალური დატვირთვა – მაქსიმალური ტვირთი, რომელიც შესაძლებელია კონტეინერში ჩაიტვირთოს წონის ან მოცულობის მიხედვით.

გადმოტვირთვა –  ტვირთის მოხსნა კონტეინერიდან.

CFS – კონტეინერის სატვირთო სადგური – გადამზიდავის ტერიტორია, სადაც ნაკრები ტვირთების კონსოლიდირება ან გადმოტვირთვა ხდება.

FEU –  ორმოცი  ფუტის (40’) ექვივალენტის ერთეული.  ზოგადად, იგულისხმება 40 ფუტიანი კონტეინერი.

ფრახტი  – ტვირთი, რომლის ტრანსპორტირებაც ხდება სატვირთო მანქანის, რკინიგზის, გემის ან ავიახომალდის მეშვეობით. გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური.

 

 

საჰაერო გადაზიდვები

 

საჰაერო გადაზიდვა – ტვირთის ტრანსპორტირება თვითმფრინავით.

ავია ზედდებული (AWB) – ავია ზედდებული გახლავთ დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს საერთაშორისო გადამზიდავის მიერ გადაზიდულ ტვირთს, მოიცავს ინფორმაციას გზავნილის შესახებ და გვაძლევს გზავნილის თვალყურის დევნების საშუალებას. ზედდებულს გააჩნია მრავლობითი ასლები, რათა გადაზიდვაში ჩართულმა მხარეებმა შეძლონ მისი დოკუმენტირება.

გარე ავია ზედდებული (MAWB) –გარე ავია ზედდებული გახლავთ ავია ზედდებულის სახეობა, რომელიც გამოწერილია საერთაშორისო გადამზიდავის ან მისი აგენტის მიერ და სადაც რეალური ტვირთგამგზავნისა და ტვირთმფლობელის ნაცვლად შესაბამის გრაფებში ექსპედიტორთა რეკვიზიტებია ასახული.

შიდა ავია ზედდებული (HAWB) – შიდა ავია ზედდებული გახლავთ ავია ზედდებულის სახეობა, რომელიც გამოწერილია ექსპედიტორის მიერ და ასახავს ტვირთის რეალური გამგზავნისა და მიმღების რეკვიზიტებს.

 

დეტალებისათვის დარეკეთ: 597 18 18 97; 032 2 18 18 57.

სხვა ინფორმაცია
გადაზიდვის ტერმინები
წინამდებარე გვერდზე განმარტებულია ყველა ძირითადი ტერმინი, რომელიც გამოიყენება გადაზიდვებში (სატრანსპორტო ექსპდიციისას). აღნიშნული ტერმინები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად
ddd