ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით განხორციელდა საპილოტე ინოვაციური გადაზიდვა, რომელიც მიზნად ისახავს დერეფანში არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემის - ტვირთნაკადების დისბალანსის შემცირებას.
დღეს შუა დერეფანში აშკარად შეინიშნება ასიმეტრია: აზიიდან ევროპისკენ ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპიდან აზიის მიმართულებით გადაზიდვებს. შედეგად, კონტეინერების დიდი ნაწილი უკან ცარიელი ბრუნდება, რაც ზრდის ხარჯებს და ამცირებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2026 წლის მარტში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ასოციაციამ ევროპიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაზიდვებზე სატარიფო შეღავათები დააწესა. მათ შორის:
აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა საპილოტე გადაზიდვა ბელგიიდან ყირგიზეთში, თურქეთის რკინიგზის, ბაქო–თბილისი–ყარსის ხაზისა და შუა დერეფნის გამოყენებით. ტვირთი გადაიზიდა Swap Body ტიპის გადასადგმელი ძარებით, რაც წარმოადგენს ინტერმოდალური ლოჯისტიკის თანამედროვე გადაწყვეტას. Swap body კლასიკური კონტეინერისგან განსხვავებით დასაკეც/გასაშლელი ფეხებით აღჭურვილ გადასადგმელ ძარას წარმოადგენს. გემზე პირდაპირი გადაზიდვისთვის ნაკლებად გამოიყენება და ძირითადად სარკინიგზო + საავტომობილო ტრანსპორტირებისთვისაა ადაპტირებული.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალქალაქის სადგურში გადატვირთვის ოპერაციას, სადაც ევროპული ლიანდაგიდან (1435 მმ) 1520 მმ სტანდარტზე მოხდა გადაყვანა.
პროექტი ქმნის რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს:
საპილოტე გადაზიდვა წარმოადგენს შუა დერეფნისთვის პრაქტიკულ ნაბიჯს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ახალი ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ.