სიახლეები

2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 25-ჯერ გაიზარდა

2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ გაიზარდა და 27 ათას კონტეინერს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა გვაწვდის.

2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ გაიზარდა და 27 ათას კონტეინერს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა გვაწვდის

 

უწყების ცნობით, გადაზიდვები აზერბაიჯანის ტერიტორიით წელიწადში, მინიმუმ, 1000 ბლოკის მატარებლით ხდება. 

 

მშრალ პორტ სიანში ყაზახურ-ჩინური ტერმინალია, რომლის ამოქმედებამაც ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საქონლის ტრანზიტის ზრდას ხელი შეუწყო. კერძოდ, ყაზახეთის რკინიგზის მონაცემებით, პოზიტიური ზრდის დინამიკა 2024 წელსაც შენარჩუნდა და საექსპლუატაციო ტვირთბრუნვამ 272 მლრდ ტონა-კილომეტრს მიაღწია. ჩინეთ-ყაზახეთის ხაზებით ტვირთის რეკორდული მოცულობა, 32 მლნ ტონა იქნა გადაზიდული, რაც, 2023 წელთან შედარებით, 13,1%-ით მეტია. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ შუა დერეფნის მარშრუტი სულ უფრო პოპულარული ხდება ტვირთის გადაზიდვისთვის, რაც რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ასახავს.

 

 

შეგახსნებეთ, რომ TITR, ანუ შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ჩრდილო დერეფნის ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომლის გამტარუნარიანობაც შარშანდელი მოდერნიზების შემდეგ წელიწადში 1 მილიონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.

ddd