სიახლეები

საკონტეინერო ტერმინალი ჩინეთში, სადაც ადამიანების ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი

Yangshan Phase IV (YSH4) წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ და სრულად ავტომატიზირებულ საკონტეინერო ტერმინალს, სადაც ადამიანები მხოლოდ ყველაზე ბოლო ოპერაციებზე არიან საჭირო. მისი მშენებლობა დაიწყო 2014 წელს და ოფიციალურად გაიხსნა 2017 წლის დეკემბერში. მდებარეობს Yangshan-ის კუნძულებზე, შანხაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და მისი ფართობი 2.23 მილიონი კვ.მ-ია. საკონტეინერო ტევადობა კი შეადგენს  წელიწადში 6.3 მილიონი TEU-ს

 

ტერმინალზე ოპერაციები სრულად ავტომატიზებულია და კონტროლდება მთელი ოპერაციული ჯაჭვი: კონტეინერების ჩამოტვირთვა-დატვირთვა, გადაადგილება და შენახვა.

 

 

         სისტემა იყენებს AI ალგორითმებს ოპტიმალური მარშრუტების და სამუშაოების დასაგეგმად. რეალურ დროში მონაცემების ანალიზი საშუალებას აძლევს ტერმინალს მოარგოს ოპერაციები ტვირთის მოცულობის ცვლილებებს. იქ ასევე შეხვდებით ავტომატურად მართულ ელექტრო სატვირთო მანქანებს, რომლებიც GPS-ის, ლაზერული სკანერებისა და სენსორების დახმარებით,  ზუსტად და უსაფრთხოდ მოძრაობენ

 

Yangshan Phase IV ტერმინალი წარმოადგენს ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოს საზღვაო ლოგისტიკაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს შანხაის, როგორც გლობალური საზღვაო ცენტრის, პოზიციის გამყარებაში.

ddd