სიახლეები

აზერბაიჯანი შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ხდება - ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობა შუა დერეფნის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს ქმნის. რეგიონში რუსეთის როლის შესუსტება და აზერბაიჯანის პოზიციების გაძლიერება საქართველოს ინტერესებს ემთხვევა.

ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა გაიზარდა, რაც განპირობებულია:

  • მასშტაბური ლოგისტიკური პროექტებით,
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და
  • მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკით.

რუსეთის ყურადღების გადატანამ ტრანსავღანურ მარშრუტზე ევროკავშირს შუა დერეფნის გამოყენების მეტი მოტივაცია მისცა, რაც ზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის შანსს საქართველოზე გამავალი მარშრუტით.

ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი უკავია აზერბაიჯან–ჩინეთის თანამშრომლობას.
2025 წლის აპრილში ორი ქვეყნის ლიდერებმა სტრატეგიული შეთანხმებები გააფორმეს, რაც მიზნად ისახავს:

  • ბლოკმატარებლების რაოდენობის ზრდას,
  • კონტეინერული გადაზიდვების გაფართოებას,
  • ციფრული პლატფორმების სინქრონიზაციას და
  • საერთო სატარიფო პოლიტიკის დანერგვას.

მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთიდან აზერბაიჯანში უკვე გაიგზავნა: 199 ბლოკმატარებელი, 19.7 ათასი TEU კონტეინერი, რაც თითქმის გაუნახევრდა გასულ წელთან შედარებით.

მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზეც, რაც საქართველოს ლოგისტიკურ მნიშვნელობას ზრდის.

 

აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი რუსეთის ალტერნატიულ გზებს აქტიურად ეძებს და ამ პროცესში შუა დერეფანი, მათ შორის საქართველოს გავლით, სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. ეს საქართველოში დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის რეალურ შანსს ქმნის.

ddd