სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, საქართველოს საზღვრებზე არსებული დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა იმისა, რომ ქართველი სატვირთოს მძღოლები სულ უფრო მეტად ტოვებენ ქვეყანას და სამუშაოს უცხოეთში ეძებენ.
ცენტრის განმარტებით, საქართველოში მძღოლების დეფიციტი უკვე რამდენიმე წელია მძაფრად იგრძნობა, ხოლო მიგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება. ადგილობრივ სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება განცხადებები მძღოლების დაქირავების შესახებ, თუმცა მძღოლების ნაწილი მზად არის იმუშაოს მხოლოდ ევროპული ხელფასის პირობებში.
TCRC-ს თქმით, რეგიონში არსებული დაბალი ტარიფების გამო ქართულ კომპანიებს გაუჭირდებათ ევროპულ ანაზღაურებასთან მიახლოება, რაც კიდევ უფრო უბიძგებს მძღოლებს უცხოეთში წასვლისკენ. საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების სანაცვლოდ, ქართველ მძღოლებს უხდებათ, სულ უფრო მეტი გადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპის დოკუმენტების მისაღებად. მსგავსი კრიზისი ევროპაშიც შეინიშნება: IRU-ს მონაცემებით, 2023 წელს მძღოლების დეფიციტი 250 ათასს აღემატებოდა, 2024-ში კი 450 ათასამდე გაიზარდა. თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, 2028 წლისთვის მხოლოდ ევროპაში 800 ათასზე მეტი ვაკანსია დარჩება აუთვისებელი, ხოლო გლობალურად - 7 მილიონზე მეტი.
პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირში განიხილება მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და სერტიფიკაციის ხარჯების სუბსიდირება.
TCRC დასკვნით, ეს ვითარება კიდევ უფრო გაზრდის ქართველი მძღოლების გადინებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ადგილობრივ სატრანსპორტო ბაზარს.