ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა, საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა არალეგალური მიგრაციის გამო.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) ინფორმაციით, დარღვევებზე გატარებული ახალი სანქციები საკმაოდ მაღალი ჯარიმებით გამოირჩევა და ზოგ შემთხვევაში ათიათასობით ევროსაც აჭარბებს.
ყველაზე მეტი ყურადღება მძღოლებისა და სატრანსპორტო საშუალების დოკუმენტაციას დაეთმობა. მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო CMR დოკუმენტი სწორად იყოს შევსებული, რადგან მცირე შეცდომაც კი საფრანგეთში შეიძლება 750 ევრომდე, ხოლო გერმანიაში – 500 ევრომდე დაჯარიმდეს.
გარდა ამისა, აუცილებელია ტვირთთან დაკავშირებული ყველა თანმხლები საბუთის – ინვოისის, შეკვეთის ფორმის და სხვა – ბორტზე ქონა. მათი არქონა ბელგიაში 1 800 ევრომდე, ნიდერლანდებში კი 1 500 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს. საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც, როგორიცაა MRN, GMR, T1/T2, გადამზიდველებმა სრულად უნდა იქონიონ თან, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის საზღვრებზე. დოკუმენტაციის არქონამ შეიძლება არა მხოლოდ მაღალი ჯარიმა, არამედ სატრანსპორტო საშუალების დაყოვნება ან კონფისკაციაც გამოიწვიოს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეცნებართვებს – მაგალითად, საშიში ტვირთების (ADR) გადაზიდვისას შესაბამისი სერტიფიკატის არქონამ გერმანიაში შეიძლება 50 000 ევრომდე ჯარიმა გამოიწვიოს.
ევროკავშირის ლიცენზიის და მისი ამონაწერის გარეშე მუშაობა მკაცრად ისჯება – მაგალითად, პოლონეთში 2 800 ევროთი, გერმანიაში 5 000 ევროთი, ჩეხეთში კი ჯარიმა შეიძლება 20 100 ევროსაც გადააჭარბოს.
განსაკუთრებული საფრთხე უკავშირდება არალეგალური მიგრანტების ტვირთზე შეღწევას – თუ მიგრანტები მანქანაში აღმოაჩინეს, შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს როგორც მძღოლს, ისე კომპანიასაც. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჯარიმა ერთ მიგრანტზე 6 000 ფუნტს (დაახლოებით 7 000 ევროს) აღწევს, საფრანგეთში 75 000 ევროს, ხოლო იტალიაში – 15 000 ევროს. ასეთ შემთხვევებში TCRC ურჩევს მძღოლებს რეგულარულად შეამოწმონ ლუქები, კარი და მისაბმელი გაჩერებების შემდეგ, რათა თავიდან აიცილონ საფრთხეები და მაღალი ჯარიმები.
რას ამოწმებენ:
რისი გათვალისწინეება აუცილებელი - მძღოლებს ყველა საბუთი წესრიგში უნდა ჰქონდეთ და იყვნენ გადამზადებულები, ხოლო კომპანიებმა დაიცვან ევროკავშირის შრომისა და უსაფრთხოების წესები.