2023 წელს სომხეთმა წამოიწყო ამბიციური ინიციატივა სახელად „მშვიდობის გზაჯვარედინი (Crossroads of Peace) რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გარდაქმნას რეგიონულ სატრანსპორტო და ეკონომიკურ ჰაბად. ეს ინიციატივა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის — ის სომხეთის მიერ რეგიონში მშვიდობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო მარშრუტების გახსნას, რაც დააკავშირებს აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოს და სხვა მეზობელ ქვეყნებს; სომხეთის რკინიგზებისა და საავტომობილო გზების აღდგენასა და მოდერნიზაციას; ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას პოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში და სომხეთისთვის ახალი ლოგისტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას.
სომხეთს ღიად გაცხადებული აქვს ორი პრინციპული პოზიციის შესახებ, პირველი - ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზები, საჰაერო მარშრუტები, მილსადენები, თუ ელექტროგადამცემი ხაზები, იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში, უნდა მოქმედებდეს რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან. მეორე - სახელმწიფო განახორციელებს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას.
სომხეთის მიერ გაცხადებული პრინციპების თანახმად, რეგიონში ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციები უნდა დაექვემდებაროს განბლოკვას, ხოლო სომხეთი ამის სანაცვლოდ, აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე სრულ გარანტიას უზრუნველყოფს.
ერევანი კატეგორიულად წინააღმდეგია მისი ტერიტორიის სატრანზიტო კომუნიკაციებზე, ნებისმიერი მხარის, მათ შორის რუსეთის მხრიდან კონტროლზე.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში სომხეთი გადამწყვეტ მნიშვნელობას 461 კმ-იან ჩრდილოეთ - სამხრეთ საავტომობილო დერეფანის განვითარებას ანიჭებს. რომელიც ირანის საზღვრიდან იწყება და საქართველოს სამხრეთ დერეფნის გავლით ფოთის და ბათუმის ნავსადგურებამდე მიემართება, რის საფუძველზეც სომხეთი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს შეიძენს .
ინიციატივის რეალიზაციას აფერხებს:
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის დეფიციტი;
ტრანსპორტისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაუზუსტებელი პოზიციები;
მეზობელი ქვეყნების ინტერესების თანხვედრის აუცილებლობა.
მიუხედავად სომხეთის მიერ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის კონტექსტში შემოთავაზებული გეგმისა, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ჯერ კიდევ შორსაა რეალობასთან.