ინკოტერმსი
ინკოტერმსი
ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან.

ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად.

 

ინკოტერმსი დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად:

პირველ კატეგორიაში გაერთიანდა ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას (ე.წ. „E“ ტერმინები).

მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან (ე.წ. „F“ ტერმინები).

მესამე კატეგორია მოიცავს ე.წ. „C“ ტერმინებს, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გაგზავნის შემდეგ.

მეოთხე, „D“ კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს და ტვირთის შემთხვევითი დაღუპვისა და განადგურების რისკს (ე.წ. „D“ ტერმინები).

 

 

 ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზიდვის 7 პირობა:

 

EXW — Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება).

FCA — Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება).

CPT — Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).

CIP — Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება).

DAT — Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება).

DAP — Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება).

DDP — Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება).

წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზიდვის ოთხი პირობა:

 

FAS — Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება).

FOB — Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება).

CFR — Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).

CIF — Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება).

სხვა ინფორმაცია
კონტეინერის ზომები
ddd