ონლაინ დახმარება

ინკოტერმსი

საერთაშორისო კომერციული ტერმინები და ინკოტერმსის წესები, რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო პალატის მიერ (ICC)მიერ, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესებით გათვალისწინებულია სავაჭრო ტერმინები, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვას. ინკოტერმის წესები აღინიშნება სამი ასოსგან შემდგარი სერიით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ ამოცანებს, დანახარჯებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ტრანსპორტირებასა და მიწოდებასთან. ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად. ინკოტერმის წესები პირველად გამოქვეყნდა 1936 წელს და შემდეგ იხვეწებოდა პერიოდულად. მერვე ვერსია „ინკოტერმსი- 2010“ გამოქვეყნდა 2011 წლის 1 იანვარს.

წესები ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისათვის:

ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული გადაზისვის 7 პირობა:

EXW – Ex Works (მიწოდების ადგილის დასახელება) ეს ტერმინი აკისრებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მყიდველს და მინიმალურს გამყიდველს. Ex Worksეს ტერმინი ხშირად გამოიყენება საქონლის საწყისი ღირებულების დადგენისას- კოტირებისას, რომელიც არ შეიცავს დამატებით ხარჯებს. EXW ნიშნავს, რომ გამყიდველი მზადაა შეაგროვოს საქონელი თავის ტერიტორიაზე რაღაც შეთანხმებული ვადით. მყიდველი ანაზღაურებს ყველა სატრანსპორტო ხარჯს და ასევე იღებს თავის თავზე რისკს საქონლის საბოლოო პუნქტამდე ტრანსპორტირებისათვის. გამყიდველი არ ტვირთავს საქონელს და არც უშვებს ექსპორტზე. თუ გამყიდველი ტვირთავს, ეს აისახება ღირებულებაში და რისკი ედება მყიდველს. თუ მხარეებს სურთ, რომ გამყიდველი იღებდეს საქონლის დატვირთვის პასუხისმგებლობას, ასევე იღებდეს ასეთი დატვირთვის ყველა რისკს და დანახარჯებს, ეს ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში.

FCA -Free Carrier (გადაზისვის ადგილის დასახელება) გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულა დითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.

CPT -Carriage paid to გადაზიდვა ანაზღაურებულია...მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვისთვის. რისკი გადადის მყიდველზე, როგორც კი საქონელი ჩაბარდება პირველ გადამზიდველს.

CIP- Carriage and Insurance Paid to გადაზიდვა და დაზღვევა ანაზღაურდება...მდე ( დანიშნულების ადგილის დასახელება) საკონტეინერო გადაზიდვებიი CIF-ის მულტიმოდალური ეკვივალენტი. გამყიდველი იხდის გადაზიდვისა და დაზღვევის საფასურს დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ რისკი გადადის, როდესაც საქონელი გადაეცემა პირველ გადამზიდველს.

DAT-Delivered at Terminal გადაზიდვა ტერმინალზე (პორტის ტერმინალის ან დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის ტერმინალამდე გადაზიდვისთვის, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც მიეკუთვნება იმპორტის ანგარიშწორებას და კისრულობს ყველანაირ რისკს ტვირთის ტერმინალში დაცლამდე.

DAP- Delivered at Place მიტანის ადგილი (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.

DDP- Delivered Duty Paid მიწოდება განბაჟებამდე (დანიშნულების ადგილის დასახელება) გამყიდველისმოვალეობა, მიაწოდოსტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას- იმპორტირებისქვეყანაში. ეს ტერმინი აკისრებს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას მყიდველს და მინიმალურს გამყიდველს.

წესები საზღვაო ტრანსპორტისათვის

ინკოტერმს 2010 მიერ განსაზღვრული საზღვაო გადაზისვის ოთხი პირობა:

FAS – Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება) გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს ტვირთი დასახელებულ პორტში და განათავსოს გემზე. გამყიდველი ვალდებულია მოამზადოს ტვირთი ექსპორტისთვის. მოსახერხებელია მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტის მაგრამ არა მულტიმოდალური საზღვაო ტრანსპორტის კონტეინერებში(იხ.ინკოტერმი2010, ICC გამოცემის715). ეს ტერმინი ძირითადად გამოიყენება მძიმე და დიდი მოცულობის ტვირთებთან.

FOB- Free on bord (დატვირთვის პორტის დასახელება) გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-იგულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

CFR – Cost and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება) გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

CIF – Cost, Insurance and Freight (დანიშნულების პორტის დასახელება) მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით.