ონლაინ დახმარება

ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან

 

საქართველოში იმპორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან შემოდის. ბოლო დროს გაიზარდა ჩინეთსი ქართული პროდუქციის ესქპორტით რაც ორ ქვეყანას შორის ტავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შედეგია. GWL greenway logistic-ი  ამ კუთხით განსაკუთრებით დაბალ და კონკურენტულ ტარიფს გთავაზობთ. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ჩინელ კოლეგებთან და ჰყას საკუთარი წარმომადგენლები ჩინეთის უმსხვილეს პორტებში., რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი გაწერილ ვადებში, მინიმალური დანახარჯით.

 

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის  1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. შედეგად, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

 

გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ჩინეთიდან იმპორტი და მან 182.3 მლნ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდშ კი ჩინეთიდან ექსპორტი 126.5 მლნ დოლარს შეადგენდა.