ჩვენ შესახებ
გრინვეი ლოჯისტიკი
კომპანია „GREENWAY LOGISTIC“-ს აქვს ამბიცია, რომ ბიზნესს, რომელიც საქართველოში იმპორტი-ექსპორტის საქმიანობით არის დაკავებულია, შესთავაზოს სწრაფი, ხარისხიანი და ინდივიდულაურად მათვის მორგებული სერვისი. კომპანია ტვირთების გადაზიდვას ჩინეთის, რუსეთის, ევროპის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართულებით ყველაზე სწრაფი და ეკონომიკურად მომგებიანი პირობებით ახორციელებს. ჩვენ გთავაზობთ ტვირთების გადატანას როგორც სახმელეთო და სარკინიგზო, ასევე საზღვაო და საჰაერო საშუალებებით. კომპანია წელიწადში 400 კომპანიაზე მეტს ემსახურება . „GREENWAY LOGISTIC“-ის ერთგული კომპანიების რიცხვი დღითიდღე იზრდება
ჩვენი მისია
ტვირთების სწრაფი, უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანი პირობებით გადატანა. დამკვეთისთვის სრული კომფორტი, ეს კომპანიის თითოეული თანამშრომლის მთავარი ამოცანაა. კომპანია ხელმძღვანელობს კარიდან კარის პრინციპით. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულად ამომწურავ პაკეტს, სადაც შედის, როგორც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვა, ისე განბაჟებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მოგვარებას.
ჩვენი ხედვა
„GREENWAY LOGISTIC“ საიმედო პარტნიორია თქვენს ბიზნესში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი გაფართოვდეს.
ჩვენი უპირატესობები
პროფესიონალთა გუნდი, საკუთარი ავტოპარკი, საკუთარი წარმომადგენლები ჩინეთში და ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი ტვირთებისთვის ყველაზე მოკლე და ეკონომიკურად ეფექტური მარშუტი. ჩვენ ვუზრუნველყობთ სახიფათო ტვირთის (ADR)-ის უსაფრთხო ტრასპორტირებას.
ჩვენი აღიარება
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის კავშირის „ნბრ“-ის მიერ „გრინვე ლოჯისტიკი“ აღიარებული იქნა, როგორც დარგის ლიდერი კომპანია.
2017 წელს „გრინვე ლოჯისტიკს“ მიენიჭა ქართული ბრენდის ტიტული,როგორც სატრასპორტო სფეროში ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანია.
ჩვენი გუნდი
„GREENWAY LOGISTIC“-ი მუდმივად ზრუნავს თვაისი გუნდის პროფესიონალურ განვითარებაზე. მუდივი ტრენინგები, საერთაშორისო გამოფენში და კონგრესებში აქტიური ჩართულობა, „გრინვეი ლოსიტიკს“ გუნდს საშუალებას აძლევს ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ კონკურენტებთან შედარებით.