ონლაინ დახმარება

ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება ევროპიდან, აზიიდან და ჩინეთიდან


საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც იმპორტიორ კომპანიას მცირე ტვირთების (რამდენიმე კილოგრამიდან რამდენიმე ტონამდე) ჩამოტანა ესაჭიროება. ცალკე სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ამ შეთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში იტვირთება ორი ან მეტი სხვადასხვა ტვირთი. ასეთი გადაზიდვას შერეული გადაზიდვა ეწოდება, ხოლო ტვირთს - ნაკრები ტვირთი. ტვირთების მსგავსი სახეობის ტრანსპორტირება დღეს-დღეობით საკმაოდ გავრცელებული და ეფექტური საშუალებაა.

„Greenway Logistic“- ი ორგანიზებას უკეთებს ნაკრები ტვირთების გადაზიდვას სატრანზიტო საწყობების გავლით, რომელთა შორის მუდმივი სატრანსპორტო კავშირი არსებობს. მცირე ტვირთების გადაზიდვის ასეთი სისტემა მნიშვნელოვანი ეკონომიისა და სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.ნაკრები ტვირთების გადაზიდვისთვის ერთნაირად ეფექტურად გამოიყენება საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი.

თუკი არ გსურთ დიდი ტვირთის დაგროვება, „პალეტ ექსპრესი-ს“ გადაზიდვის შემოთავაზება ჩვენს კომპანიას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია. მსგავსი გადაზიდვა გულისხმობს ტვირთების საწყობებში შეგროვებასა და საქართველოში ტრანსპორტირებას. შეკვეთის დადასტურების შემდეგ ჩვენი პარტნიორი მიდის დანიშნულების ადგილას და თქვენი ტვირთი მიაქვს ჩვენს უახლოეს საწყობში, საიდანაც ტვირთი ხვდება საქართველოსკენ მომავალ მანქანაში.


მომსახურება მოიცავს:
• ნებისმიერი ტიპის შეფუთვის ტვირთის ტრანსპორტირებას
• საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას
• საექსპორტო დეკლარაციის მომზადებას
• ევრო 1 სერთიფიკატის მომზადებას