ონლაინ დახმარება

სიახლეები

''Greenway Logistic'' საქართველოს ბიზნეს აკადემიამ საუკთესო პარტნიორობისათვის დააჯილდოვა
10 ოქტომბერი, 2018

საქართველოს ბიზნესის აკადემიამ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გამართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, სტუდენტებს მიულოცა სასაწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ბიზნეს აკადემიის პარტნიორი კომპანიები: ტერა ბანკი, შემოსავლების სამსახური, ლიდერი სატრანსპორტო კომპანია „GREENWAY LOGISTIC“ და ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭრის ცენტრი, რომელებსაც საუკეთესო პარტნიორობისათვის სერტიფიკატები გადასცა. პარტნიორმა კომპანიებმა თავის მხრივ, სტუდენტებს, პროფესიულ მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სტუდენტთა სტაჟირებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ბაიბურთი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს მიმართა და პროფესიული განათლების პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. 
ნატალია რაჯებაშვილი, „GREENWAY LOGISTIC“-ის დამფუძნებელი
_ საქართველოს ბიზნეს აკადემიასთან ერთი წელია ვთანამშრომლობთ. სტუდენტები რომლებიც ეუფლებიან საბაჟო-საბროკერო სპეციალობებს, გადიან სტაჟირებას ჩვენს კომპანიაში და საუკეთესოები „გრინვეი ლოჯისტიკში“ საქმდებიან კიდეც. სულ მალე საქართველოს ბიზნეს აკადემიის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზეც წარვდგებით და აკადემიის კურსდამთავრებულებს მივცემთ შანს მიიღონ ჩვენს კომპანიაში პრაქტიკული ცოდნა და გამოიყენონ რეალური დასაქმების შანსი. სწორედ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლიბსათვის გადმოგვეცა სერთიფიკატი, როგორც საუკეთესო პარტნიორი კომპანია.